ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გოგნის წმინდა გიორგის ეკლესიისაკენ მიმავალ გზებს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ

6 მაისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

გოგნის წმინდა გიორგის ეკლესიისაკენ მიმავალ გზებს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ

ექვს მაისს ქართული ეკლესია გიორგობას აღნიშნავს და ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. გიორგობა განსაკუთრებით აღნიშნება გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, თუმცა პანდემიის საფრთხის გამო, წელს შეზღუდვები მოქმედებს.

ტაძრის მისასვლელი გზები დაკეტილია და პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ.

ადგილზე იმყოფება იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ვითარებას პირადად ეცნობა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, კორონავირუსის საფრთხის გამო, გარკვეული შეზღუდვები რჩება, მათ შორის, აკრძალულია შეკრებები და ხალხმრავლობა, ამიტომ პრევენციის მიზნით, დღეს მოქალაქეები გოგნში, ტაძარში ავტომობილებით მისვლას ვერ შეძლებენ.