ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავს ქუთაისში 14 ვეტერანი აღნიშნავს

8 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ფაშიზმზე გამარჯვების  75 წლისთავს ქუთაისში 14 ვეტერანი აღნიშნავს

8 და 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წელი გავიდა.

წლების გასვლასთან ერთად ომის ვეტერანების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო მცირდება.

ომის ვეტერანთა კავშირის ქუთაისის კავშირის წარმომადგენელის გოგი ჯანელიძის განცხადებით, ქუთაისში სამამულო ომის 14 ვეტერანი დარჩა, იმერეთში კი 67-მდე ვეტერანია, მათგან ყველაზე ასაკოვანი 101 წლის ზოია ხმელიძეა, დანარჩენების ასაკი 95-დან 100 წლამდეა.

ომის ვეტერანებს როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლება ტრადიციულად ფულად ჯილდოს გადასვემს.