ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

აფხაზეთიდან გადმოყვანილ ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

9 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

აფხაზეთიდან  გადმოყვანილ ფეხმძიმე ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აფხაზეთიდან “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში გადმოყვანილ ორსულ ქალბატონს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 43 წლის ქალბატონი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ, საღამოს საათებში შემოიყვანა. ქალბატონი დაახლოებით 33-34 კვირის ორსულია. სამედიცინო დაწესებულებაში შემოყვანის მომენტში მას მაღალი არტერიული წნევა და სისუსტე აღენიშნებოდა. “მოხდა წნევის დასტაბილურება. ჩატარდა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და ქალი მოთავსდა ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის მიზნით. მიმდინარეობს დინამიური მეთვალყურეობა ორსულსა და ნაყოფზე. გაურკვეველი ეპიდანამნეზის გამო, პაციენტს ჩაუტარდა სწრაფი ტესტი და შედეგი უარყოფითია,”-აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი მამუკა მიქაძე. ამ დროისთვის “კლინიკა ბომონდი”-ს ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.