სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა 4-მდე შემცირდა

11 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა 4-მდე შემცირდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი რჩება.

კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე 36-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„კლინიკაში 4 პაციენტი იმყოფება, დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელდა, უკვე 36 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს გაწერილი. მთელი მედპერსონალი გამოკვლეულია და ყველას პასუხი არის უარყოფითი. დღეს ეწერება ერთი პაციენტი,“ – განაცხადა თემურ ნადირაძემ.