ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

11 მაისიდან საქართველოში ყველა სახის წარმოება იხსნება

11 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

11 მაისიდან საქართველოში ყველა სახის წარმოება იხსნება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილება არ ეხება მხოლოდ ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.