ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ სკვერში სკამები და ატრაქციონები დააზიანეს

19 მაისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ სკვერში სკამები და ატრაქციონები დააზიანეს

ქუთაისში ახლადრეაბილიტირებულ სკვერი სკამები და ბავშვების გასართობი ატრაქციონები დააზიანეს. ფოტოებს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში თეკო ჭეიშვილი ავრცელებს.

მსგავსი ვანდალური ფაქტი ქუთაისში არაერთხელ მოხდა, თუმცა დამნაშავის გამოვლენა არც ერთ შემთხვევაში არ მომხდარა. სოციალური ქსელების მომხმარებლების აზრით, გამოსავალი ადგილებზე სათვალთვალო კამერების დამონტაჟებაა.

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „ნიუ სთაილმა“ შეასრულა.