დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში, III ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედრო ღონისძიება გაიმართა.
ქვედანაყოფის მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ასევე გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი.
60-მდე წარჩინებულ სამხედროს უწყებრივი მედლები გადაეცა.
დღესვე გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.
მესამე ბრიგადის ბაზაზე ქართული წარმოების დიდგორი და ჯავშან ტექნიკა იყო წარმოდგენილი.