8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, 8 ივნისიდან აღდგება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში.
გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.
1-ელი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც. 1-ელი ივნისიდან გაიხსენება ასევე ღია და დახურული ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.