ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. ნიკეას ქუჩაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე პირს დაეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.