ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“იმერეთის მასშტაბით 30-დან 40 პაციენტამდე ყოველდღე შედის ცხელების ცენტრებში”

5 ივნისი, 2020 • ირინა მაკარიძე • 1

“იმერეთის მასშტაბით 30-დან 40 პაციენტამდე ყოველდღე შედის ცხელების ცენტრებში”

გუშინ იმერეთის მასშტაბით კოვიდინფექციაზე 200-მე ანალიზი გაკეთდა და ყველა პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ “ნიუპრესს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძემ განუცხადა. მისი თქმით, ცხელების ცენტრებს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები ყოველღიურად მიმართავენ.

“იმერეთის მასშტაბით 30-დან 40 პაციენტამდე ყოველდღე შედის ცხელების ცენტრებში, არსებული პროტოკოლით ყველას ვიკვლევთ კოვიდზე, ჯამში გუშინ 200-მდე ადამიანი გამოვიკვლიეთ, დადებითი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”, -განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

მისი თქმით, იმერეთის საკარანტინე სივრცეებში ამ დროისათვის 180 ადამიანი გადის იმყოფება, გუშინ აზერბაიჯანიდან შემოსული 47 მოქალაქე წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა. დღეს მოქალაქეების ახალი ჯგუფი წყალტუბოს კიდევ ერთ სასტუმროში განთავსდება. საკარანტინო სივრცე ფუნქციონირებს ასევე საირმეში.