ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

6 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი  პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან კიდევ ერთი პაციენტი გაეწერა. გამოჯანმრთელებული პაციენტი ტრაილერის მძღოლია, რომელიც ქუთაისში ზესტაფონიდან გადმოიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში Covid-19 დიაგნოზით ორი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

კლინიკაში მოთავსებული ორი პაციენტიდან ერთი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ხოლო მეორე საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციური კლინიკიდან 41 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.