ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

შეზღუდვები, რომელიც 8 ივნისს მოიხსნება

7 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

შეზღუდვები, რომელიც 8 ივნისს მოიხსნება

შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპის მიხედვით, 8 ივნისიდან ცვლილება შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, რესტორნებს, სასტუმროებსა და ვალუტის გადაცვლის ჯიხურებს.

უფრო კონკრეტულად, მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და გადაადგილებას შეეძლებენ უკვე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსები თუ ავტობუსები. სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა 8 ივნისიდან კვლავ აკრძალული დარჩება.
  • 8 ივნისიდან რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმუშაონ. ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა შემდეგი მოთხოვნების დაცვა: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.
  • ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.
  • მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.