სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

8 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაწესდება

საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება – შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შედის.

პროექტის თანახმად, დახურულ პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის იურიდიული პირიც დაჯარიმდება, თანხა 5 000 ლარით განისაზღვრა.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშით. ტაქსებში მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000, ხოლო იურიდიული პირი -10 000 ლარით.

საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს.