სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი პოსტიდან გადადგა

9 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი პოსტიდან გადადგა

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსმა გია ჩიჯავაძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფოირმაციით, ის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ამ დროისათვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ფიქრია ხაჭაპურიძე ასრულებს.

გია ჩიჯავაძე ამ პოსტზე 2015 წელს დაინიშნა.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.