ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

10 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. 32 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია გერმანიაში აქვს. ის თბილისის ინფექციური კლინიკიდან დადასტურებული ინფექციით ქუთაისში მისივე მოთხოვნით გადმოიყვანეს.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთს ლაბორატორიულ კვლევას ხვალ ჩაუტარებენ. ორი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პაციენტი კლინიკას დატოვებს. ქუთაისის კლინიკაში Covid-19 სულ 41-მა პაციენტმა დაამარცხა.