ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ისრაელიდან ტურისტების შემოსვლის პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო

10 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ისრაელიდან ტურისტების შემოსვლის პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო

ტურისტების ისრაელიდან შემოსვლის პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. “პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა გადავადდა. ამ ეტაპზე მოლაპარაკება მიმდინარეობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან”, – განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება და თითოეული მოქალაქის მხრიდან შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.