ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში მომხდარი ავარიის მიზეზებს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის

10 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ტყიბულში მომხდარი ავარიის მიზეზებს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის

ტყიბულში, “მინდელის” შახტაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტთა ჯგუფი ტყიბულში მომხდარი ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლის, რის შემდეგაც დასკვნას გამოაქვეყნებს.

“ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი ტექნიკური ინციდენტის შედეგად, რომელიც შახტის ერთ-ერთი ლიფტის ავარიულ გამორთვას უკავშირდება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფი გაემგზავრა ტყიბულში ადგილზე ვითარების შესასწავლად. სააგენტოს სპეციალისტები უახლოესი დღეების განმავლობაში შეისწავლიან ავარიის წარმოშობის მიზეზებსა და გარემოებებს, რომლის შედეგადაც მომზადდება დასკვნა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული”, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.