ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამ საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საკვლევი პაციენტები ტრაილერების მძღოლები არიან.
კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“დღე-ღამის განმავლობაში ახალი და საკვლევი პაციენტები არ მიგვიღია. კლინიკაში რჩება შვიდი კოვიდ დადასტურებული პაციენტი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”,- განაცხადა ნადირაძემ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ 41 პაციენტი გამოაჯანმრთელა.