ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

15 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ  ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. შუა ხნის მამაკაცს პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თბილისის ინფექციური კლინიკიდან ქუთაისში გადაიყვანეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსით 6 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ორი რესპირატორული მოვლენებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული და მათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.

“კლინიკამ დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოაჯანმრთელა. ამ დროისთვის კლინიკაში 6 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. გვყავს 2 საეჭვო პაციენტი, ისინი ტრაილერის მძღოლები არიან. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ”,- განაცხადა ნადირაძემ.

კლინიკაში კორონავირუსი ჯამში 42 პაციენტმა დაამარცხა.