ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის სიმპტომებით 2 პაციენტი მოათავსეს

17 ივნისი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19-ის სიმპტომებით 2 პაციენტი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი პაციენტი მოათავსეს. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, საეჭვო პაციენტებს ლაბორატორიული კვლევა დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ. მისივე თქმით, “კოვიდ-19” – ის დადასტურებული ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ამ დროისთვის, კლინიკაში 6 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.