სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა

21 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის გოგო ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის გოგო დაიღუპა. შემთხვევა 2 დღის წინ, ახალგაზრდობის გამზირზე მოხდა.

არსებული ინფორმაციიით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები, დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც ცნობილია, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მძღოლი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე საქმეზე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები აღნიშნავენ, უახლოეს დღეეებში გოგოს ნიშნობა იგეგმებოდა. მათივე თქმით, მძიმეა საქმროს ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც უბედური შემთხვევის თვითმხილველია.