ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ-19 ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა, ხოლო ერთი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, კოვიდ-19 დადასტურებული 41 წლის ქალბატონი საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
კლინიკაში, ამ დროისთვის კვლავ 7 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.