სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება იმერეთს და როგორ განაწილდება საარჩევნო ოლქები?

23 ივნისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

რამდენი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება იმერეთს და როგორ განაწილდება საარჩევნო ოლქები?

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 3 წავიდა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება. იმერეთში მხოლოდ 4 ოლქია. ცალკე ოლქად იქნება წარმოდგენილი ქუთაისის მუნიციპალიტეტი. სხვა ოლექები შემდეგნაირად გადანაწილდება. საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები, გაერთიანდება ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები. ერთად არის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები.