ქუთაისში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუა ხნის მამაკაცს ლაბორატორიულ კვლევაზე უარყოფითი პასუხი ორჯერ მოუვიდა, რაც ნიშნავს იმას რომ ვირუსისგან განიკურნა. პაციენტი კლინიკაში 3 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
ამ დროისთვის, კლინიკაში ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას, მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა.
ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება, ვინაიდან აქვს თანმხლები დაავადებები. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 44-მა პაციენტმა დაამარცხა.