ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მამაკაცი დააკავა

24 ივნისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მამაკაცი დააკავა

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მამაკაცი დააკავეს. ასაკოვანი მამაკაცის აყვანის ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ განახორციელა.

დაკავების მიზეზი უცნობია, თვითმხილველების თქმით, მოხუცი მამაკაცი ქარვასლასთან იდგა, როდესაც საბუთი აჩვენეს, ხელბორკიები დაადეს და მანქანაში ჩასვეს.

მას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. მომხდარის დეტალებზე არ საუბრობენ სუსის წარმომადგენლები და განამრტავენ, რომ ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.