ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ,,ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა

29 ივნისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის ,,ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლა

სამთვიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონატი ფეხბურთში განახლდა. ქუთაისის ,,ტორპედომ” რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე საჩხერის ,,ჩიხურას” უმასპინძლა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ტორპედო 2-ით ნოლს აგებდა, თუმცა საბოლოოდ თამაში ფრედ 2:2 დამთავრდა.

ქუთაისელ ფეხბურთელებს მოგებაც შეეძლოთ, 48-ე წუთზე ვაჟა ტაბატაძის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი ხარიხას მოხვდა. ქუთაისელთა მხრიდან დუბლი გიორგი ფანცულაიამ გაიფორმა.

მომდევნო შეხვედრა თბილისში 5 ივლისს გაიმართება “ტორპედო” თბილისის “მერანს” დაუპირისპირდება.