წარმოდგენა არ მაქვს ვინ იქნება ქართული ოცნების სიის პირველი ნომერი – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომერთან დაკავშირებით.
პრემიერი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.
“ჩემთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია, მაგალითად ეპიდემიოლოგიური ვითარება, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა”- განაცხადა პრემიერმა
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.