ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ამბულატორიული დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტი შეძლებენ PCR ტესტირების უფასოდ ჩატარებას

4 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ამბულატორიული დაწესებულებები, სადაც აბიტურიენტი შეძლებენ PCR ტესტირების უფასოდ ჩატარებას

6 ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელს დაუფიქსირდება ტემპერატურა, მას თან უნდა ქონდეს ცნობა, რომ არ არის კოვიდინფიცირებული. ცნობა გამოცდამდე 2-3 დღით ადრე შეიძლება იყოს გაცემული, სხვა შემთხვევაში, აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც აბიტურიენტები შეძლებენ კოვიდ -19 -ზე ტესტირების უფასოდ ჩატარებას.

იმერეთში ეს კლინიკებია: ქუთაისში, შპს “ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა” – ნიკეას ქ. №46-ბ; შპს “ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახ. საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი”- თამარ მეფის № 5/7; შპს “რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი”- ო. ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება – ჩხობაძის ქ. №20; სს “ევექსის ჰოსპიტლები” – ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი – ოცხელის ქუჩა ნაკვეთი N2; შპს “ბომონდი” – ზ. გამსახურდიას გამზ. N163; შპს-ლჯ და კომპანია დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი – ჩხობაძის ქ. 20; საჩხერეში – სს “საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანება” – ივ. გომართელის ქუჩა N17 შენობა N01.

იმის დასტურად, რომ პირი ნამდვილად მონაწილეობს 2020 წლის გამოცდებში, ამბულატორიულ დაწესებულებაში უნდა წარადგინოს საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.