ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალაგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწარფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი, და სპეცტექნიკაა ჩართული, ასევე – სამუშაობში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექოლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის დაკარგვის შესახებ დღეს დილით შევიდა.