დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე დღეა. აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქუთაისში რეგისტრირებული 793 აბიტურიენტიდან 29 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. საგამოცდო ცენტრში 764 – ქუთაისში რეგისტრირებული აბიტურიენტების 96 პროცენტი მივიდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება.