ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა

13 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება” ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა. როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე ფრაქციას „ქართული ოცნება-კონსერვატორები” შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ დატოვა. სამკაციან ფრაქციას ნიკა ლატარიას წასვლის შემდეგ დაშლა ემუქრებოდა. ოთარ ლორთქიფანიძის ფრაქციაში გადასვლის შემდეგ კი ფრაქციამ არსებობა და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსება შეინარჩუნა. ფრაქციის შემადგენლობაში ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და რამაზ ჩხიკვაძე შედიან. შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართულ ოცნებას 4 ფრაქცია აქვს, ოპოზიციას კი ერთი.