სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

13 ივლისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხონის მუნიციპალიტეტში. სოფელ მათხოჯში წვიმის წყალი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა და წყალი გზაზე გადავიდა. ასევე ნალექმა გორდის და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი ჩამოიტანა.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად ადგილზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა დილიდან დაიწყო. ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.