ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობისათვის ტენდერი გამოცხადდება

16 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობისათვის ტენდერი გამოცხადდება

ქუთაისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული სტანდარტების ოლიმპიური აუზი უნდა აშენდეს.

აუზის მშენებლობაზე უფლების მოსაპოვებლად ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება. იმ დრომდე კი შერვაშიძის ქუჩაზე 40 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გადაწყვეტილება საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

საკითხი დღეს საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვის და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე განიხილეს.

“კომისიამ განიხილა მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის აუზის მშენებლობისათვის მიწის გადაცემის საკითხი. მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება და 3 წელიწადში უნდა დასრულდეს”-განაცხადა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ჭეიშვილმა.

აღნიშნული საკითხის დამტკიცების შემთხვევაში, „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს“ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, 35-ე საჯარო სკოლის დასავლეთით მდებარე ტერიტორია /ფართობით 40 000,0 კვ.მ; საკადასტრო კოდით N03.01.22.088/, პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ, აღნაგობის ფორმით,3 წლის ვადით, გადაეცემა.