ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება

19 ივლისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი ზაზა ლომინაძე განიხილება. არსებული ინფორმაციით, ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ოფიციალურად ხვალ წარადგენს.

ინფორმაციას ადასტურებს ზაზა ლომინაძე. მისი თქმით, მისი კანდიდატურა მეგობართა ჯგუფის მიერ შეირჩა.

ზაზა ლომინაძე ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატი იყო. ასევე არის ინფექციური საავადმყოფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი. კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული.

ზაზა ლომინაძეს მინიჭებული აქვს ღვაწლმოსილი ქუთაისელის სტატუსი.