ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს

23 ივლისი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე ბანკომატები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს

ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე “თიბისისა” და “საქართველოს” ბანკის ბანკომატი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

დაზიანებული აპარატები კომპანია “გურმანის” თანამშრომლებმა შენიშნეს.

მათი თქმით, ადგილზე იყვნენ სამართალდამცველები, ამოიღეს კამერის ჩანაწერები და დაიწყო შესწავლა.

ამ დროისთვის უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა.