სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

28 – 30 ივლისს ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში კონცერტები გაიმართება

27 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

28 – 30 ივლისს ქუთაისის  მოსწავლე-ახალგაზრდობის  პარკში კონცერტები გაიმართება

ქუთაისში “ზაფხული საღამოების” ფარგლებში ქუთაისელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერები მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკში გაიმართება.

28 ივლისს კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფი Time, ქეთი თურქაძე და Dj ZAPA.

29 ივლისს კონცერტს გიორგი ტაბატაძის ბენდი გამართავს, მსმენელის წინაშე წარსდგება ასევე

როკ-ჯგუფი „ანარეკლი“ .

30 ივლისს ინდირა ჯგერენაიას კონცერტი გაიმართება, სცენაზე გამოვლენ ასევე ლაშა დადეშქელიანი და მიხეილ რობაქიძე, ასევე Dj სეტი.

კონცერტები სამი დღის განმავლობაში 18 საათზე დაიწყება.

ღონისძიება ქუთაისის მერიის ორგანიზებით და დაფინანსებით ეწყობა.