ქუთაისის მერიაში საპატიო და ღვაწლმოსილი ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლმა დავით ერემეიშვილმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა ღირსეულ თანაქალაქელებს.
პატივგების კომისიის გადაწყვეტილებით “საპატიო ქუთაისელის“ წოდება მიენიჭათ: მედეა კვარაცხელიას – კლინიკა „ლჯ“-ის ჰემატოლოგიის განყოფილების გამგეს, პროფესორს. გურამ ჯავახაძეს – ღვაწლმოსილ ტრანსპორტელს და საზოგადო მოღვაწეს. მერაბ გრიგოლაშვილს – ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის სასწავლო ნაწილის გამგეს.
„ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება კი 10 ქუთაისელს მიენიჭა.