ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოს სოფელ ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

29 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

წყალტუბოს სოფელ ჟონეთში  ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ ჟონეთში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე რიონი გზის სავალ ნაწილზე გადმოვიდა, რამაც რეგიონში სერიოზული პრობლემები შექმნა.

17 კმ-იან მონაკვეთზე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზა ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.