საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ეს საქართველოში კოვიდინფექციით გარდაცვალების უკვე მე-17 ფაქტია.
დღეისთვის საქართველოში ბოლო 24 საათის მონაცემები ასეთია :
- კორონავირუსით ინიფიცრებულია – 1155 ადამიანი;
- გამოჯანმრთელებულია – 929;
- გარდაცვლილია – 17;
- კარანტინის რეჟიმში რჩება – 6489;
- სტაციონარული მკურნალობის ქვეშ – 337, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.