ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

31 ივლისი, 2020 • ნიუპრესი • 1

განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ძვირფასი ლითონის მალულად შემოტანისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი “სარფის” გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 175 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.