ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამი დაღუპული და ერთი დაშავებული – მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს დაეჯახა

4 აგვისტო, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

სამი დაღუპული და ერთი დაშავებული – მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევას ანაკლია-განმუხურის გზაზე მსხვერპლი მოყვა, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოყვა. ავტომობილში მყოფი მეოთხე პირის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შს სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.