ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია ჩატარდა. 55 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.
სავარაუდოდ, დაკავებული მეტადონის პროგრამით სარგებლობდა და მან მედიკამენტები შენობიდან გაიტანა.
როგორც დაკავებული აცხადებდა, მას ნარკოტიკული საშუალება თან ქონდა.
ადგილზე რამდენიმე სამართალდამცველის რამდენიმე ჯგუფი იმყოფებოდა.