ქუთაისში თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა, რომლებლაც მუდმივი დიალიზი სჭირდებათ, საპროტესტო აქცია გამართეს. პაციენტები ონკოლოგიურ ცენტრთან შეიკრიბნენ.
მათი განმარტებით, დიალიზის 30 აპარატიდან კლინიკაში 15-მდე დაზიანებულია.
სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ ადამიანებს საათობით ლოდინი უწევთ. ისინი ამბობენ, რომ ამის გამო მათ პროცედურა დაგვიანებით და არასრულად უტარდებათ.
პაციენტები ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.