ყაჩაღობა მოხდა ჭიათურაში. შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, დაწყებულია გამოძიება. სადგურის თანამშრომელი გამოკითხვაზე ყავთ გადაყვანილი.