სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს

9 აგვისტო, 2020 • ანი ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 75 წლის პაციენტი მესტიიდან არის.

ასაკოვან ქალბატონს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთ ცხელების ცენტრში მოათავსეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას კოვიდ – 19 დაუდასტურდა.

როგორც “ნიუპრესს” კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მას პნევმონია აღენიშნება, ასევე თანმხლები დაავადებები. ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 2 “კოვიდ” დადებითი პაციენტი მკურნალობს”, – განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 52 პაციენტი გამოაჯანმრთელა.