ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია” – დავით ბაქრაძე

12 აგვისტო, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია” – დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ლიდერები დღეს ხონში მხარდამჭერებს შეხვდნენ. დავით ბაქრაძემ ხონელებს დიდგორობა მიულოცა და განაცხადა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის პატარა დიდგორია.

ბაქრაძის თქმით, კეთილდღეობა, დაცულობა, ევროინტეგრაცია- ეს არის ის, რასაც “ევროპული საქართველო” ხალხს პირდება. გამარჯვების შემთხვევაში ევროპელები პენსიის, სოციალური და დევნილების დახმარების გაორმაგებას გეგმავენ.

“31 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება უნდა დასრულდეს” – განაცხადა ამომრჩევლებთან შეკრებაზე კაკო ბობოხიძემ, რომელიც “ევროპულმა საქართველომ” ვანი-ხონი- წყალტუბო-ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.