დიდგორს საფუძველი ქუთაისში ჩაეყარა, როდესაც დავით აღმაშენებელმა აქედან ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყო – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღეს ქუთაისში, სადაც “სტრატეგია აღმაშენებლის” პრეზენტაცია გაიმართა. მან ამომრჩევლებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო.
მისი თქმით, მილიონობით ადამიანი შიმშილობს, მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მდიდრდებიან.
ვაშაძის თქმით, ეს მდგომარეობა არჩვნების გზით უნდა დასრულდეს, არჩევანი კი არჩევანი მარტივია, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან აღმშენებლობა.