ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც ” ნიუპრესს” კლინიკის მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ განუცხადა, ცხრავე პაციენტი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.
პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
“9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 5 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები “-განაცხადა ნადირაძემ.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს, 52-მა კი ვირუსი უკვე დაამარცხა.