ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში მოსახლეობამ აქცია გამართა

13 აგვისტო, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში მოსახლეობამ აქცია გამართა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშში მოსახლეობამ აქცია გამართა. გოგავების უბნის მცხოვრელბები უგზოობას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, წვიმის დროს გზა საერთოდ იტბორება. შეუძლებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება. გოჩა ჯიხაიშის მცხოვრებლების თქმით, უგზოობის გამო ავტობუსი კვირაში ერთხელ დადის. მიუხედავად დაპირებისა, კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრობლემა ვერ მოაგვარა.