ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საიტი, რომელზეც შესაძლებელია 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია, დღეს ამოქმედდა

15 აგვისტო, 2020 • ნიუპრესი • 1

საიტი, რომელზეც შესაძლებელია 200-ლარიანი დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია, დღეს ამოქმედდა

200-ლარიანი დახმარების მისაღებად 17 წლის ჩათვლით ბავშვების რეგისტრაცია დღეიდან, 15 აგვისტოდან იწყება. მშობლებმა ავტორიზაცია მოცემულ პორტალზე უნდა გაიარონ – daxmareba.moh.gov.ge პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება.

რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველ დეკემბრამდეა, დახმარებები კი 1 სექტემბრიდან ჩაირიცხება. თუ კი, ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, ან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, უნდა დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.

ცნობისთვის, დახმარებების შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე 6 აგვისტოს გააკეთა.